დიმიტრი მედვედევი : “სპეციალური სამხედრო ოპერაცია კიევის აღებას უნდა მოიცავდეს”

სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უნდა მიიღოს ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი და მოიცავდეს კიევის აღებასაც,- ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს.

დღეს მედვედევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ უკრაინული მიწები უნდა დაიპყრონ.

„ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შეგვიძლია და საჭიროცაა, ჯერ კიდევ არსებული უკრაინის მიწებზე წასვლა, ოდესამდე, ხარკოვამდე, დნეპროპეტროვსკამდე, ნიკოლაევამდე, კიევამდე და უფრო შორსაც“, – წერს მედვედევი.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ რუსეთი გაჩერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას ჩათვლის მისთვის მისაღებად და მომგებიანად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები