16 მძიმე წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა – განცდები უფრო მეტად გვაქვს – გიორგის გარეშე რომ გვიწევს ცხოვრება, უფრო რთულია – გიორგი ანწუხელიძის მეუღლე
თავისუფლებას, თავის სამშობლოს შეეწირა, ისევე როგორც ყველა აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცი, – ამის შესახებ აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა, სადაც დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.
მისი თქმით, აგვისტოს ომიდან 16 წლის შემდეგაც განცდები ახლა უფრო მეტად მძაფრია.
“16 მძიმე წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა – განცდები უფრო მეტად გვაქვს. თავიდან ვერ ვაცნობიერებდით. ახლა გიორგის გარეშე რომ გვიწევს ცხოვრება, უფრო რთულია.
მე დავურეკე – გიორგის ვერ უკავშირდებოდნენ, მე დამირეკეს და შემდეგ გიორგის დავურეკე. ვუთხარი, გიძახებენ. მგონი, ომი დაიწო და ფრთხილად იყავი-მეთქი. გიორგიმ მითხრა, ნუ გეშინია, არაფერი მომივა. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. შემდეგ გიორგის ვეღარ დავუკავშირდი“, – განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ.