ტერფის კვლევა თანამედროვე მეთოდებით
ტერფის კვლევა, ძირითადად, ტარდება 3-4 წლის ასაკიდან. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი მინიმუმ 20-21 კილოგრამს იწონიდეს. კვლევის ჩატარება საჭიროა ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა:
- ბრტყელტერფიანობა;
- პროფესიული და სპორტული ტერფი;
- დიაბეტური ტერფი;
- ტერფმრუდობა;
ტერფის კვლევა “ახალ ხედვაში” თანამედროვე ტექნოლოგიებით ტარდება. ეს პროცესი მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის დიაგნოსტიკას გულისხმობს. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. მიღებული მონაცემების საფუძველზე, კი ვლინდება ტერფის შემდეგი მახასიათებლები:
- ტერფის ფორმა;
- თაღის სიმაღლე;
- ტერფის ღერძი;
- ყრდნობის უბნები;
- ბიჯის დროს განვითარებული წნევა და ძალა;
- ბიჯის შესრულებისთვის გამოყენებული დრო.
„ახალი ხედვის“ კლინიკაში ტერფის დიაგნოსტიკა ხდება იტალიური ფირმა Diasus-ს უახლესი აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ხოლო ამის შემდეგ კლინიკაში ინდივიდუალური სუპინატორი მზადდება, რომელსაც საჭიროებიდან გამომდინარე, გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკის მიმართულებით.