პარიზის ოლიმპიადაზე დღეს მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი იასპარეზებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

ხალიჩაზე პირველი რობერტ კობლიაშვილი (97კგ) გავა. ქართველი მოჭიდავე დღეს, მერვედფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდება.

წარმატების შემთხვევაში კი რობერტის მეტოქე მეოთხედფინალში ეგვიპტელ მუჰამედ გაბრსა და სერბეთის სახელით მოასპარეზე მიხეილ ქაჯაიას შორის გამარჯვებული იქნება.

ოლიმპიურ თამაშებზე დღეს წინასწარი შეხვედრები 13.00 საათიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები