ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.­

“ყველაფრისთვის მადლობა, თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. მიყვარხართ გულში”, – განაცხადა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა.

გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემაც.
“უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, ქართველ ხალხს. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი, ახლა დავრწმუნდი ამაში, მადლობა ამისთვის”, – აღნიშნა ილია სულამანიძე.

 

შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები