“ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა 85-მა აბიტურიენტმა მიიღო” – ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი

ეს არის პირველადი შედეგი და მოგეხსენებათ, რომ აბიტურიენტებს შეუძლიათ გაასაჩივრონ მიღებული ქულა, რამაც საერთო სურათზე შეიძლება იქონიოს გავლენა, – ამის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები არ არის საბოლოო და იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, ჯერ ცნობილი არ არის.

“ამ ეტაპზე, პირველადი მონაცემების თანახმად, მაქსიმალური ქულა მიიღო 85-მა აბიტურიენტმა. რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი,  საგულისხმოა, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ის აბიტურიენტიც ინარჩუნებს, რომლის პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა. ამიტომ დაველოდოთ საბოლოო შედეგებს”,- აცხადებენ ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები