საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოლიმპიადას გამოეთიშა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ძიუდოში, გუნდურ შეჯიბრში, იტალიის ნაკრებთან მერვედფინალში 3-4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ ლაშა შავდათუაშვილი (+73 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ილია სულამანიძე (+90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (-70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).
საკუთარი ორთაბრძოლები მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ილია სულამანიძემ, თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრში ისტორიაში პირველად მონაწილეობდა.
ინფორმაციისთვის, ინდივიდუალურ ასპარეზობაში პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.