აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა გარდაიცვალა

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის დედა და აფხაზეთში გმირულად დაღუპული ბადრი გზირიშვილის მეუღლე მარინა გზირიშვილი გარდაიცვალა.

ის გულის ოპერაციის შემდეგ დაიღუპა.

მარინა გზირიშვილმა შვილის გარდაცვალების შემდეგ საქველმოქმედო ფონდი – „ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების“ ჩამოაყალიბა.

ამასთან, ვარკეთილში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია, უშუალოდ მისი ძალისხმევით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების უკვდავსაყოფად აშენდა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ რუსთაველ ჯარისკაცს ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები