პრეზიდენტი: ლაშა ბექაურმა გვაჩვენა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა, ენერგიის სრული მობილიზება, გამარჯვების შინაგანი რწმენა – ქართველს ეს შეუძლია, საქართველოს ეს შეუძლია, ჩვენი ოქრო და განძი ესაა
ლაშა ბექაურმა გვაჩვენა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა – ქართველს ეს შეუძლია, საქართველოს ეს შეუძლია, ჩვენი ოქრო და განძი ესაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„არც სიტყვები, არც ხმა, არც ემოციები დაგვრჩენია, მხოლოდ მადლიერების განცდა და გამოხატვა თუ შეგვიძლია! გვაჩვენა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა, ენერგიის სრული მობილიზება, და გამარჯვების შინაგანი რწმენა! ქართველს ეს შეუძლია, საქართველოს ეს შეუძლია, ჩვენი ოქრო და განძი ესაა!“, – წერს პრეზიდენტი Facebook-ის პირად გვერდზე.