კახა კალაძე: ვულოცავ ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ლაშა ბექაურს საქართველოსთვის მოპოვებულ პირველ ოქროს მედალს! ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერებულ საქართველოს ჰიმნს!

თბილისის მერი კახა კალაძე ქართველი ძიუდოისტის ლაშა ბექაურის წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სპორტსმენს გამარჯვებას ულოცავს.

„პირველი ოქროს მედალი საქართველოს – ლაშა ბექაურის გამარჯვებამ უდიდესი სიხარული მოუტანა მთელ საქართველოს.

ვულოცავ ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ლაშა ბექაურს საქართველოსთვის მოპოვებულ პირველ ოქროს მედალს!

ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერებულ საქართველოს ჰიმნს!
წარმატებები ჩვენს ოლიმპიელებს და ჩვენს ქვეყანას!“, – წერს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები