ლაშა ბექაური ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა მერვედფინალში გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გადავიდა.

პირველი დაპირისპირება მან ბულგარელ მეტოქესთან, ივაილო ივანოვთან გამართა და ვაზარით დაამარცხა.

ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.

ფოტო:საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები