ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში – 1.5 მილიარდი ევრო გადასცა

ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში, 1.5 მილიარდი ევრო გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

„კრემლის ფულისთვის უკეთესი სიმბოლო და უკეთესი გამოყენება არ არსებობს, ვიდრე უკრაინა და მთელი ევროპა საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად აქციოს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას და თანხა უკრაინის თავდაცვისთვის და აღდგენისთვის არის განკუთვნილი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმებას ივნისში მიაღწია. გადაწყვეტილება უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები