აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი, კიმბერლი ჩიტლი დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის ფონზე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩიტლის მისამართით გადადგომის მოწოდებები 13 ივლისს ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ დაიწყო, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო ათწლეულების განმავლობაში.

კიმბერლი ჩიტლიმ გადადგომის შესახებ დღეს დილით, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებისთვის გაგზავნილი ელექტრონული ფოსტით გამოაცხადა, რომელიც ABC News-მა მოიპოვა.

„საიდუმლო სამსახურის საზეიმო მისიაა ჩვენი ქვეყნის ლიდერების და ფინანსური ინფრასტრუქტურის დაცვა. 13 ივლისს ჩვენ ეს მისია ვერ შევასრულეთ. გასული კვირის განმავლობაში დაკვირვება ინტენსიური იყო და გაგრძელდება ჩვენი საოპერაციო ტემპის მატებასთან ერთად. როგორც თქვენი ხელმძღვანელი, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას უსაფრთხოების უკმარისობაზე“, – წერს ჩიტლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები