დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი, – ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს.

„წინ ჩინელ კოლეგა ვან ისთან ფართო, დეტალური, საგნობრივი მოლაპარაკებებია სამართლიანი მშვიდობისკენ გზების შესახებ. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ სამშვიდობო გეგმების კონკურენცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიევი და პეკინი აწარმოებენ პირდაპირ დიალოგს და პოზიციების გაცვლას“, – აღნიშნავს კულება.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან ორმხრივ ურთიერთობებსაც განიხილავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, ჩინეთმა ჩვენს სახელმწიფოსთან ურთიერთობებს ევროპასთან თავისი სტრატეგიული ურთიერთობების პრიზმიდან უნდა შეხედოს“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ინფორმაციისთვის, დმიტრო კულებას ვიზიტი ჩინეთში 25 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები