დიმიტრო კულება ომის დაწყების შემდეგ პირველად ეწვევა ჩინეთს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება ამ კვირაში ჩინეთს ეწვევა. ამის შესახებ Politico წერს.

ეს იქნება კულებას პირველი მოგზაურობა პეკინში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

ჩინური სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ კულებას ვიზიტი მისი ჩინელი კოლეგის, ვანგ იის მიწვევით ხორციელდება.

შეხვედრა უკრაინამაც დაადასტურა.

განხილვის მთავარი თემა იქნება “რუსული აგრესიის გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში”, – ნათქვამია კიევში საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები