“სროლის შემდეგ ტრამპი ფეხზე წამოდგა და იყვირა – „იბრძოლეთ“ – ეს მომენტი დარჩება ისტორიას” – პეტრე მამრაძე

„ამერიკაში ყველა, ვისაც ეთქმის სიტყვა, წერს იმას, რომ ტრამპის მკვლელობის მცდელობა დარჩება ისტორიას. ამას ისინიც აღნიშნავენ, ვისაც ტრამპის გაგონება საერთოდ არ უნდა პრეზიდენტად, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად”, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

“ის, რომ სროლის შემდეგ ტრამპი ფეხზე წამოდგა და იყვირა – „იბრძოლეთ“ – ეს მომენტი დარჩება ისტორიას. როცა სისხლით დაფარული სახე აქვს ადამიანს, აშკარად უშიშარია და ამბობს, რომ უნდა ვიბრძოლოთ ეს არის ძალიან ძლიერი განაცხადი.

დავით მაღრაძემ თქვა – „ესროლეს ტრამპს და მოახვედრეს ლიბერალიზმს“. ამერიკაში კი ხშირია ასეთი სათაურები, რომ „ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ბაიდენს“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები