“მნიშვნელოვან, სხვადასხვა ნიშნით გამორჩეულ ბაზრებზე, ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ მუშაობას” – დავით ტყემალაძე

„თუ გადავავლებთ თვალს სტრატეგიას, რომელიც შემუშავებული გვაქვს როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ასევე, ბუნებრივია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მეთვალყურეობით და ეს გეგმებია სამწლიანი, ხუთწლიანი, ათწლიანი, სხვადასხვა მიზნებს ემსახურება. მიმდინარე ექვსი თვის მაგალითზე თუ ვილაპარაკებთ, რომელიც ყოველთვის დარდება წინა წლის მონაცემებს, საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს”, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

“ბოლო რამდენიმე წელია, დავამატეთ და ჩვენი ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი ახლაც და სამომავლოდაც არის სკანდინავიის ქვეყნები, იაპონიის ბაზარი, სამხრეთ კორეა და ამ მნიშვნელოვან, სხვადასხვა ნიშნით გამორჩეულ ბაზრებზე, ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ მუშაობას. აგრძელებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, აგრესიულ მარკეტინგს და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დინამიკა ჩვენს შრომასთან თავსებადია. ვგულისხმობ, რომ ჩვენი შრომის შედეგს ვხედავთ და იმედი გვაქვს, ახალი ქვეყნებიც დაემატება“, – აღნიშნა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები