წყნეთის დასახლებაში გზის დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს

წყნეთის დასახლებაში, აღმაშენებლის ქუჩაზე გზის დახაზვის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. საგზაო მონიშვნები აღმაშენებლის ქუჩასა და ჯუღელის გზატკეცილზე,  ჯამურად, 8 000 გრძივ მეტრზე დაიხაზა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

გზის გამყოფი ზოლები თერმო პლასტის საღებავით დაიხაზა, ხოლო ისრები, „სდექ“ ხაზები და ქვეითთა გადასასვლელები ორკომპონენტიანი ცივი პლასტის საღებავით იხაზება.

საგზაო მონიშვნის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დავალებით ასრულებენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები