იენს სტოლტენბერგი: ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის

ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, უკრაინას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიხვდება, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა მტკიცეა, შეიქმნება კონფლიქტის მოგვარების ისეთი პირობები, რომელშიც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო.

“პარადოქსი ისაა, რომ პრეზიდენტ პუტინს მიაჩნია, ჩვენზე ზეწოლის მოხდენა შეუძლია, ამიტომ ომი გრძელდება. როდესაც ძალიან მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ ჩვენ აქ ვართ ხანგრძლივი დახმარებისთვის, რომ გვაქვს ძლიერი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მაშინ გვექნება პირობები კონფლიქტის მოგვარებისთვის, სადაც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო.

თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერის დრო არის ახლა და ადგილი არის – უკრაინა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები