პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილი “ამნისტიის პროექტს” აპროტესტებს

“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პატიმრების ოჯახის წევრები და ნათესავები აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ეს ამნისტია არ არის ჰუმანური, უნდა იყოს არა შერჩევითი, არამედ საყოველთაო და უნდა შეეხოს ყველა პატიმრის სასჯელის 1/4 -ით შემცირებას.

მსგავსი მოთხოვნებით აქცია ქუთაისშიც გაიმართა. ასევე აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ამნისტია გაცილებით მეტ მუხლზე გავრცელდეს და მეტ პატიმარს შეეხოს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ პარლამენტი არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და გზის გადაკეტვას და შიმშილობას აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები