მდინარე ენგურში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

განმუხურში, მდინარე ენგურში, 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ბავშვს გუშინდელი საღამოდან ეძებდნენ. ის სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და მეგობრებს უთხრა, რომ მდინარეში შესვლას აპირებდა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაბნელებამდე მიმდინარეობდა და დილით განახლდა, მობილიზებული იყვნენ მყვინთავებიც.

ცხედარი დღეს დილით იპოვეს და ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები