„ანა დოლიძე ხომ მთელი ცხოვრება ებრძვის მევახშეებს, თაღლითებს და სოციალური მიმართულების პოლიტიკოსია, ასე პოზიციონირებს და შეუერთდა ხაზარაძეს” – მდინარაძე

„ანა დოლიძე ხომ მთელი ცხოვრება ებრძვის მევახშეებს, თაღლითებს და სოციალური მიმართულების პოლიტიკოსია, ასე პოზიციონირებს და შეუერთდა ხაზარაძეს”, – განაცხადა მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ახლა გახარიაც თუ შეუერთდა, მათი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, ამ პარტიას მოდით, ყველამ ერთად დავარქვათ „პრინციპულები“. რაც არ უნდა ირონიაში ჩამითვალოს ვიღაცამ, საუკეთესო გამოხატვაა მათი ერთობის”, – აღნიშნა მდინარაძემ და კომენტარი საქართველოში მოქმედ ენჯეო სექტორზეც გააკეთა.

„სამწუხაროა, რომ „ენჯეო“ სექტორი საქართველოში, განსაკუთრებით, საუბარი მაქვს მდიდარ „ენჯეოებზე“, არა მათი რეალური ფუნქციით, არამედ, ჩამოყალიბებული ზოგიერთ პარტიასთან ერთად, არიან აგენტურის სახით. ახლა ისინი არაფრად დაგიდევენ იმას, რომ პარტიაა, არასამთავრობოა”, – განმარტა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები