იონათამიშვილი – სახდეპარტამენტის ანგარიშზე: ასეთ დონეზე გაცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი განაჩენია
“ამ ანგარიშში მნიშვნელოვანია, რომ დადებითად არის შეფასებული საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, როგორც ინვესტიციის, ასევე, ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში.
“შესაბამისად, ვფიქრობ, ასეთ დონეზე გაცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი განაჩენია, რომელიც არის კრიმინალური სინდიკატი, კრიმინალების პარტია. ეს ჩანს იქიდან, რომ ამდენი წლის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის ფურცლებზე ყოველწლიურად ხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.