ანაკლიის პორტი გააძლიერებს საქართველოს ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო შესაძლებლობებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის,- ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა.
როგორც ელჩი აღნიშნავს, ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური მნიშვნელობის პროექტი.
„მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის, საქართველოსა და შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნებისთვისაც. ამჟამად ჩინეთი, საქართველო, ევროპა და ახლომდებარე ყველა მხარე დადებითადაა განწყობილი შუა დერეფნის განვითარების მიმართ, რამაც მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა მის სამომავლო განვითარებას. საქართველო აკავშირებს ევროპასა და აზიას, აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ გახდეს რეგიონული ჰაბი. ანაკლიის პორტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო შესაძლებლობებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” სტუმრობისას.