ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოს ახსენა.
მისი თქმით, საქართველომ, დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, და მოლდოვამ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს, ინვესტიციებით და რეფორმებზე მუშაობით, სადაც შესაძლებელია, მოხდება მათი ინტეგრირება ჩვენს სამართლებრივ ჩარჩოში. გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ ყველა ქვეყანა მზად იყოს გაწევრიანებამდე. მაგრამ ჩვენი კავშირის გამტკიცება ჩვენი მთავარი ინტერესია და ეს იქნება ჩემი კომისიის მთავარი პრიორიტეტი. დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო, ძალიან მაღალ ფასს იხდის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რათა უზრუნველვყოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი იქნება თავისუფალი, კეთილდღეობით და იქნება ჩვენთან ევროკავშირში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრიან.