ნებისმიერი კონფიგურაცია არის მათი ბოლო პოლიტიკური გაბანავება – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე

თავისუფლების მოედანი იქნება მათი ბოლო გაჩერება 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ აცხადებს “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი.

მისი თქმით, სახელის შესაბამისი აქვთ შერჩეული და ეს არჩევნები იქნება მათთვის ბოლო გაჩერება თავისუფლების მოედანზე.

“ლელომ” ანა დოლიძე შეიერთა და საუბარი იქნება გახარიასთანაც. ვიცით, რომ არასამთავრობო სექტორი შეუერთდა სახელწოდებით “თავისუფლების მოედანი” . ისე, სახელი კარგად დაირქვეს. თავისუფლების მოედანი იქნება მათი ბოლო გაჩერება 26 ოქტომბერს.

ხაზარაძე, გახარია, დოლიძე, არასამთავრობო სექტორი – ოთხივე ჩამოვა თავისუფლების მოედანზე, ბოლო გაჩერებაზე და ხალხი გაუშვებს სახლში. ამიტომ, ნებისმიერი ეს კონფიგურაცია, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის, არის მათი ბოლო პოლიტიკური გაბანავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები