გიორგი კახიანი: სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე აბსურდულ მდგომარეობაში მოექცა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა იმ აბსურდულ მდგომარეობას აჩვენებს, რაშიც ის თავისი ქმედებებიდან გამომდინარე მოექცა.

„პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, ეს მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პრეზიდენტის ქმედებებში არაკონსტიტუციურობის ნიშნები იყო და სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იყო არაკონსტიტუციური და მას არ ცნობდა. ახლა პრეზიდენტს მისთვის მიმართვა მოუწია. ეს იმ აბსურდულ მდგომარეობას აჩვენებს, რაშიც ის თავისი ქმედებებიდან გამომდინარე მოექცა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები