“გახარიამ უკვე შექმნა თავისი კოალიცია “ნაცმოძრაობასთან” სააკაშვილს გაუხსნა გზა” – ვოლსკი

“გახარიამ უკვე შექმნა თავისი კოალიცია “ნაცმოძრაობასთან” სააკაშვილს გაუხსნა გზა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

“[ლელო”] ამბობს, რომ თუკი განმარტებებს მოგვცემ 20 ივნისთან დაკავშირებით, როდესაც გახარიას “თვალთხარია” შევარქვითო… ამაზე მეტი უტიფრობა, უმსგავსობა და ბოროტი კომედიის ჟანრი, მე მაგალითად, ვერც წარმომიდგენია, რომ ვინმე რეჟისორსაც კი ჰქონდეს თავის ფილმში აღწერილი. ასეთი რამე არ არსებობს, ზოგადად. მე ვფიქრობ, რომ ამ ძალების გათამაშება, გადალაგება სწორედ იმიტომ არის, რომ ახალგაზრდების ზურგზე კარგად მოირგონ ადგილი, შემოახტნენ და მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, თუმცა მე არა მგონია, რომ წარმატება ჰქონდეთ”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები