გურამ მაჭარაშვილი – გამჭვირვალობის კანონზე: რომ წაიკითხეს, ეტყობა, ნახეს, რომ მთლად ანტიკონსტიტუციური არ არისო
„იმ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებასაც არ ცნობს, თავად უნდა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანოს. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, კარგი სახელი მოიფიქრეს – მათი ბოლო გაჩერება იქნება თავისუფლების მოედანი 26 ოქტომბერს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“ქართველი ხალხი დაინახავს, ვინ იქნება საქართველოს მოყვარე და მტერი. კანონი ანტიკონსტიტუციური რომ ყოფილიყო, ალბათ აქამდე სარჩელს ათჯერ შეიტანდნენ. ამბობდნენ, მძიმე და წერტილიც კი რუსულიაო და აქამდე შეიტანდნენ სარჩელს. რომ წაიკითხეს, ეტყობა, ნახეს, რომ მთლად ანტიკონსტიტუციური არ არისო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.