“მგონი, გახარიას და „ლელოს“ კოალიციაც შედგება” – იაგო ხვიჩია

“მე მგონი, გახარიას და „ლელოს“ კოალიციაც შედგება – ეს არის ერთგვარი ფლირტი, რომელიც, საბოლოოდ, ბედნიერი პოლიტიკური ქორწინებით დასრულდება”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.

“ხაზარაძესაც სჭირდება სხვა ადამიანები და პარტიები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფული აქვს რეპუტაცია არ უვარგა და ბარიერის გადალახვის საფრთხე მაინც ემუქრება. ამიტომ საჭიროა მანაც მოაგროვოს პოლიტიკოსების კოლექცია, როგორც „ახლები“ აგროვებენ, „ნაცები“ აგროვებენ და შესაბამისად, ამ მოგროვილი კოლექციით წარსდგეს არჩევნებზე.

მე მგონი, გახარიასაც უდგას „ლელოსთან“ მიერთების, თუ თანამშრომლობის წინარე პერიოდი, მაგრამ არსებობს გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც კომპლექსების თუ რაღაცების გამო ჯერჯერობით ჭირს, მაგრამ ფული ჯოჯოხეთს ანათებს და მგონი, საბოლოო ჯამში, ეს კოალიციაც შედგება. ცოტა დათმობები დასჭირდებათ მხარეებს, მაგრამ არა უშავს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები