აჭარაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. აჭარის მთავრობის ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიზანია აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებრივი ინტეგრაციისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, მათი უფლებების დაცვისათვის სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სფეროში პროგრამების შემუშავება და კოორდინაცია.
“აჭარის მთავრობის სათათბირო ორგანოს – საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ადმინისტრაციული ორგანოების, ასევე აჭარაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლები”, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება შშმ პირების დასაქმებისთვის ხელშეწყობაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ინიციატივით, შშმ პირები აჭარის სამთავრობო უწყებებში დასაქმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები