OGP-ს თანათავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილს შთაგონებისთვის მადლობა გადაუხადა (ვიდეო)

როდესაც გისმენდით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ამ საქმიანობას უკვე 10 წელია ეწევით, – -ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კონფერენციაზე “ღია მმართველობის პარტნიორობა,” კონფერენციის მოდერატორმა, OGP-ს თანათავმჯდომარემ რაკეშ რაჯანმა. მან ირაკლი ღარიბაშვილს ასეთი შთაგონებისთვის მადლობა გადაუხადა.
“დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. როდესაც გისმენდით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ამ საქმიანობას უკვე 10 წელია ეწევით. იმიტომ, რომ თქვენ საოცრად დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებთ, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ. დიდი მადლობა ჩვენი ასეთი შთაგონებისათვის”, – განაცხადა რაკეშ რაჯანმა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში რამდენიმე დღეა იმყოფება. დღეს კი გენერალურ ასამბლეაზე სპეციალური მოხსენებით წარდგება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=O-foQgSaNlY&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები