კახა კალაძე დღეს მსოფლიო ნაკრებში ითამაშებს

ყაზახეთის დედაქალაქ ალმათიში დღეს საფეხბურთო გუნდ “ქაირათის” 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩი გაიმართება. “ქაირათის” ფეხბურთელები მსოფლიო ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს თბილისის “დინამოს”, კიევის “დინამოს”, “მილანისა” და “ჯენოას” ყოფილი ფეხბურთელი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.
“მე ყოველთვის ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო ქველმოქმედებაში. ყველაფერს ვაკეთებდი, ვაკეთებ და მომავალშიც გავაკეთებ იმისთვის, რომ პატარა აგური დავდო გაჭირვებული თუ დაავადებული ადამიანების დასახმარებლად”, – განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც უკვე ყაზახეთის დედაქალაქში იმყოფება.
მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: ფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი; მცველები: პაოლო მალდინი, ხავიერ ძანეტი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ფაბიო კანავარო, კრისტიან პანუჩი; ნახევარმცველები: სერჟინიო, რივალდო, ლუიშ ფიგუ, ლეონარდო, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი; თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, დუაიტ იორკი.
მატჩი საქველმოქმედო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები