შს მინისტრის მოადგილემ გურიაში სტიქიით დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელ მინდია ჯანელიძესთან და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გურიაში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. გურიაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს, წყლის სათავე ნაგებობაზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები