სტოლტენბერგი: ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა ქვეყანამ გაიმარჯვოს

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა.

„ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ გვექნება სარდლობა გერმანიაში და ლოგისტიკური ჰაბები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ასევე წვრთნები უკრაინული ძალებისთვის. ეს იქნება სამიტის დიდი და მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ძლიერ ჩარჩოს უკრაინისადმი ჩვენს მხარდასაჭერად“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დარწმუნება, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე.
„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. საქმე ისაა, რომ პასუხი ყოველთვის იყო ის, რომ ომის დასრულება ომის წაგება. მაგრამ ეს არ არის მშვიდობა, ეს არის ოკუპაცია. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მშვიდობა და იქამდე მისასვლელი ერთადერთი გზა არის პრეზიდენტი პუტინის დარწმუნება იმაში, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, ის უნდა დაჯდეს [მოლაპარაკებების მაგიდასთან] და მიიღოს საკითხის ისეთი გადაწყვეტა, სადაც უკრაინა არის სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში და ერთადერთი გზა პუტინის დასარწმუნებლად, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე არის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. ასე რომ, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, რომელიც უკრაინისთვის გრძელვადიანი იქნება, მოითხოვს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები