თამთა მეგრელიშვილი – “ტვ პირველის” სიუჟეტზე: პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურია, შესაბამისად, როდესაც მას ლაზერს ანათებენ ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება- გაუგებარია რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით  “საგანგებო რეჟიმში” მომზადება

“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი “ტვ პირველის” სიუჟეტს ეხმიანება.
როგორც მეგრელიშვილი წერს, პრემიერ- მინისტრი პოლიტიკური “მუხტია ” ქვეყნის და ლოგიკურია ის დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს.
შესაბამისად როდესაც პრემიერ-მინისტრს ლაზერს ანათებენ (მიზანში იღებენ) ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება. ეს არის  უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი და გაუგებარია ამ საკითხზე რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით  “საგანგებო რეჟიმში” მომზადება.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურია რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს და ა.შ.
პრემიერ- მინისტრი პოლიტიკური “მუხტია ” ქვეყნის და ლოგიკურია ის დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს.
შესაბამისად როდესაც პრემიერ-მინისტრს ლაზერს ანათებენ (მიზანში იღებენ) ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება. ეს არის  უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი და გაუგებარია ამ საკითხზე რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით  “საგანგებო რეჟიმში” მომზადება – რას მოუყვებით ხალხს?! ეუბნებით რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არ საჭიროებს რეაგირებას?!
თქვენთვის უსაფრთხოების ან სინდისის ზღვარი სად გადის?”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები