“უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მფრინავი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი” – თავდაცვის მინისტრი

“დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მფრინავი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი. მისი ტრაგიკულად დაღუპვა ძალიან დიდი ტკივილია მისი ოჯახისთვის, ახლობლებისთვის, ჩემთვის, თავდაცვის ძალების თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

“კახაბერ ზურაბაშვილის პროფესიონალიზმი და გამოცდილება ძალიან დააკლდება ჩვენს თავდაცვის ძალებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა სამხედრო მფრინავებს.

თავდაცვის ძალები ერთი დიდი ოჯახია და თითოეული ჩვენგანი გვერდში დავუდგებით ვიცე-პოლკოვნიკის ოჯახს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინციდენტი სრულად იყოს გამოძიებული.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა მწუხარებას ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს”, – წერს ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები