პრემიერი: საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე

საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მან ნაყოფიერი შეხვედრები გამართა.
„საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. მე ხვალ მექნება ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლა და შევეხები ჩვენთვის საინტერესო ყველა საკითხს. ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა ასევე შეხვედრები ქუვეითის პრემიერთან, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპელ ლიდერებთან, ასევე, საშუალება მქონდა, გავსაუბრებოდი აშშ-ის პრეზიდენტს. მიღების ფარგლებში ვისაუბრეთ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი გველოდება წინ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები