ლატვია უკრაინას ამ თვეში 2500-ზე მეტ საბრძოლო დრონს გაუგზავნის
ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რიგა უკრაინას, ამ თვეში, 4 მილიონი ევროს ღირებულების სხვადასხვა ტიპის 2500-ზე მეტ საბრძოლო დრონს გაუგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, პირველი პარტია, 300 დრონი კიევში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.
“საერთაშორისო უპილოტო კოალიციის წევრებთან ერთად, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ უკრაინაში სხვადასხვა ტევადობის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე, უკრაინის არმიის ამჟამინდელი საჭიროებებისა და ტესტირების მოთხოვნების შესაბამისად,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსიმ.
ამასთან, მინისტრის თქმით, უკრაინისთვის გასაგზავნი 2500 უპილოტო თვითმფრინავი შვიდმა ლატვიურმა კომპანიამ აწარმოა.