ანა სუბელიანი: დღეს იმხელა ქება-დიდება მივუძღვენი კაშიას და ისე ჩამწყდა გული ახლა ამ ივანიშვილისთვის გადახდილ მადლობაზე, რომ რა გითხრათ

დღეს იმხელა ქება-დიდება მივუძღვენი კაშიას პირდაპირ ეთერში და ისე ჩამწყდა გული ახლა ამ ივანიშვილისთვის გადახდილ მადლობაზე, რო რა გითხრათ, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, [ნაკრების ფეხბურთელები] უნდა ხვდებოდნენ, რომ ივანიშვილის მიგდებული მილიონები შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია.

„დღეს იმხელა ქება-დიდება მივუძღვენი კაშიას პირდაპირ ეთერში და ისე ჩამწყდა გული ახლა ამ ივანიშვილისთვის გადახდილ მადლობაზე, რო რა გითხრათ.. ყველაზე სწორი საქციელი ნაკრებისგან ამ ფულის საბავშვო კლუბებისთვის გადარიცხვა იქნებოდა და იმის უნარისა და ძალის შენარჩუნება, რო მათი აზრი და სიტყვა არ შეესყიდა დედამ*****ლ ოლიგარქს. საერთოდ ამ ვითარებაში ივანიშვილის მიგდებული მილიონები რო შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, ამასაც უნდა ხვდებოდნენ წესით. ვწუხვარ ძალიან“, – წერს სუბელიანი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები