რომელ ქუჩებს დროის რა მონაკვეთში შეეზღუდება წყალმომარაგება – GWP განცხადებას ავრცელებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ქსელებს სრულად აახლებს. მასშტაბური სამუშაოების პირველ ეტაპზე, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს კომპანია დღეს, 4 ივლისს, ჩაატარებს”, – ინფორმაციას GWP-ი ავრცელებს.

“სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად იცვლება წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე მონტაჟდება 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, ეწყობა 2 სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში კომპანია 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში – წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას, უნივერსიტეტის, მარგიანის, დანელიას, თავხელიძის, მარიჯანის, ფხაკაძის, მ.დოლიძის, საკანდელიძის, გ.წერეთლის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და ჩოლოყაშვილის ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩის N21,23,25,27,32,34,36,38,40,42, ნუცუბიძის ქუჩის N51,53,91,95, N131-179, N80-86, ვაჟა-ფშაველას გამზირის N72,74,75,76,77,78,79,80, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N8ა-21, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის N25, ჭავჭავაძის გამზირის N39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის ქუჩის N 1, 2ა, 3, 4, 9, ჟღენტის ქუჩის N2.

4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

წყნეთს, კიკეთს, წავკისს, კოჯორს, ბეთანიას, ახალდაბას, სამადლოს და კვესეთს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები