ირაკლი ქადაგიშვილი – პროკურორის შერჩევის პროცესი აღარ არის დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე

მნიშვნელოვანია, რომ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი აღარ არის დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

„პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურორის შერჩევის პროცესი აღარ არის დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს შეიქმნა და პროკურორის კანდიდატს არჩევს საპროკურორო საბჭო. მოთხოვნები არის შესაბამისი კრიტერიუმებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში პროფესიონალიზმს აქვს მნიშვნელობა, გამოცდილებას და კეთილსინდისიერებას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას დღეიდან იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები