დაგლას ჯონსი: ნატო უკრაინას გაწევრიანების კონკრეტულ გზებს შესთავაზებს

ნატო უკრაინას გაწევრიანების კონკრეტულ გზებს შესთავაზებს, რათა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მომავალი გაწევრიანება დააჩქაროს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დაგლას ჯონსმა, უცხოურ მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, შემაჯამებელ დეკლარაციაში დადასტურებული იქნება ის, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი, მაგრამ კონკრეტული ფორმულირება ჯერ კიდევ თანხმდება.

დაგლას ჯონსმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი ფიქრობს, როგორ შეაჩეროს რუსეთი მომავალში და როგორ მოამზადოს უკრაინა ნატოში გაწევრიანებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ნატოს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები