“ადევნებთ თვალ-ყურს, რამხელა ბრძოლაა საჭირო იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულფასოვნად იმოქმედოს” – ბოჭორიშვილი

“ადევნებთ თვალ-ყურს, რამხელა ბრძოლაა საჭირო იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულფასოვნად იმოქმედოს და იმუშაოს იმისთვის, არ შეექმნას საფრთხე იმას, რაც ყველა დასკვნაში იწერებოდა, რომ არჩევნები საუკეთესოდ იყო ადმინისტრირებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

“ბოლო ათწლეულში გვაქვს მიღწევა, რომ არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით აღარ ისმის კითხვები და აქ აღარ უნდა გაჩნდეს კითხვის ნიშნები. ამისთვის ვშრომობთ, ვიბრძვით და ამ პირობებში, როდესაც წინასწარ ხდება ეჭვების გამოთქმა, რომლებიც არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. ეს არის კარგი ფორმატი, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავაჟღეროთ ჩვენი პოზიციები”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები