“ამ ქვეყანაში მოიძებნება პატარა ჯგუფი,  ძალიან მავნებლური, რომელიც ამ პოლიტიკურ ინტერესებს ზეიმის დროსაც არ ივიწყებს” – წილოსანი

“ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სიხარული და ეროვნული სიამაყე გვაგრძნობინა. ბოლო კვირების განმავლობაში ყველა ვამბობდით, რომ უზომოდ ბედნიერი ვართ. იმ ფონზე, როდესაც დიდი სახალხო ზეიმი გაიმართა და ყველა, პოლიტიკური შეხედულებებისგან განურჩევლად, ეროვნული ნაკრების მიღწევებს ვზეიმობდით, წარმოუდგენელია ის დაორგანიზებული მავნებლობა პოლიტიკური ინტერესების მატარებელი ჯგუფის განხორციელებული არ ყოფილიყო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა ისაუბრა.

“ამ ქვეყანაში მოიძებნება ჯგუფი – ძალიან პატარა და მცირე, მაგრამ ძალიან მავნებლური, რომელიც ამ პოლიტიკურ ინტერესებს ზეიმის დროსაც არ ივიწყებს”, – აღნიშნავს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები