გაცნობითი ტური და ღვინის დეგუსტაცია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად „თბილღვინოს“ ქარხანას ესტუმრა. სტუმრებმა ქარხანა დაათვალიერეს და პერსონალთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასა (DCFTA) და იმ კონკრეტულ ეკონომიკურ სარგებელს, რასაც საქართველოს აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლა მოუტანს.
„საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც ემსახურება ქვეყნის მაშტაბით ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების თაობაზე ინფორმირებულობის ამაღლებას და, შესაბამისად, ჩვენმა მეწარმეებმა, მათ შორის, ღვინის მწარმოებლებმაც კარგად უნდა იცოდნენ, თუ რაზე არის საუბარი კონკრეტულად ამ შეთანხმებებში, რა კეთილდღეობები მოაქვს ჩვენთვის და რა ვალდებულებები“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
კომპანია “თბილღვინოში” გაცნობითი ტური და ღვინის დეგუსტაცია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და კომუნიკაციის სტრატეგიის რეალიზაციის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები