“არის სიძულვილის მთესველთა ჯგუფი, რომელთა მიზანია, ნებისმიერი სახალხო ზეიმი ან ქვეყნის წარმატება ნეგატივად აქციოს” – ქადაგიშვილი

“არის სიძულვილის მთესველთა, “ჰეითერების“ ჯგუფი, რომელთა მიზანია, ნებისმიერი სახალხო ზეიმი ან ქვეყნის წარმატება ნეგატივად აქციოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

“ჩვენ დავინახეთ,  ამ ნაწილმა ზეიმზე დაპირისპირების სხვა მიმართულებით მოწყობაც სცადა, როდესაც ღონისძიების წამყვანსა და ერთ-ერთ ფეხბურთელთან დაკავშირებით უდიდესი ზიზღის კამპანია ააგორეს.

არის საზოგადოების ეს ნაწილი, რომელთა ნომერ პირველი ამოცანა არის რევანში. მათ საერთო ეროვნული ამოცანები არ გააჩნიათ. ქვეყნის ნებისმიერი წარმატება რამენაირად რაიმე ნეგატივში უნდა გადათარგმნონ და ჰყავთ გარემოცვა, რომელთა მეშვეობით ამ ნეგატივის წარმოჩენას მოახერხებენ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები