“ამერიკიდან გვეუბნებიან, რომ პარტნიორული ურთიერთობა უნდათ და ამ დროს რუსეთის საქმეს აკეთებენ ამ რეზოლუციის მიღებით” – მაჭარაშვილი

“გვეუბნებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პრაგმატულები ვართ, ამ დროს, სამწუხაროდ, რეზოლუციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკის მხარემ ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“წარმოიდგინეთ, ამერიკის მხარემ შეიტანა ეს ცვლილება, რომელიც ჩვენ მეგობრობას გვიმტკიცებს და გვეუბნება, რომ დეოკუპაციის პროცესში გვეხმარება და გვსაყვედურობს, რომ რუსეთთან არ გვქონდეს რაიმე პრაგმატული პოლიტიკა და გვქონდეს სამხედრო კონფლიქტი. ეს არის რეალობა, რომელიც საზოგადოებას აუცილებლად უნდა ავუხსნათ.

ამერიკის მხარემ ისეთი რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელსაც კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამაც” კი არ დაუჭირა მხარი, რომელიც ღიად ებრძვის საკუთარ ქვეყანას. მაგრამ ეს მოღალატეობრივი რეზოლუცია იმდენად ღია იყო, რომ თვითონ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი. ეს არის ზუსტად “ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო”. ამერიკიდან გვეუბნებიან, რომ პარტნიორული ურთიერთობა უნდათ, რისთვისაც ყოველთვის მზად ვართ, და ამ დროს რუსეთის საქმეს აკეთებენ ამ რეზოლუციის მიღებით”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა აშშ-ის მიერ რეზოლუციის პროექტის შეტანაზე საუბრისას, რომელშიც  ცალკე წერია აფხაზეთი და ცალკე – სამაჩაბლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები