“ოპოზიციაში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში მოწინააღმდეგე უნდა იყო” – მაჭარაშვილი

„ოპოზიციას პოლიტიკური უვიცობა ახასიათებს, მაგრამ ასეთი უვიცობაც არ შეიძლება. თუ ხვდებიან, რომ ხალხის სასიკეთო ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ, დაგვეთანხმონ და ეს მათთვისაც კარგი იქნება და თუ აღიარებენ, რომ ისეთ ნაბიჯებს ვდგამთ, რაც ხალხისთვის სასარგებლოა, მაშინ შემოგვიერთდნენ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

“ოპოზიციაში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში მოწინააღმდეგე უნდა იყოს. ეს საკითხი დამუშავების პროცესშია და დეტალები არ არის ცნობილი“, – აღნიშნა მაჭარაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობა ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლების შესახებ კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები