ანდრეი ერმაკი: უკრაინა არ არის მზად რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად
უკრაინა არ არის მზად რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
„ჩვენ მზად არ ვართ კომპრომისზე წავიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებისა და ღირებულებების სანაცვლოდ, ესენია: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი“, – განაცხადა ერმაკმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს უკრაინა განცხადებებს, რომ დონალდ ტრამპი გაუმკლავდება ომს, ერმაკმა უპასუხა: „არ ვიცი. ვნახოთ“.